en
ge

კოალიცია ,,ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის” ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. 21 აგვისტოს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  კოალიცია „ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის” ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, საპარლამენტო და საპრეზიდენტო მმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები იყო. ასევე საუბარი შეეხო სამოქალაქო საზოგადოების როლსა და მნიშვნელობას.
კოალიცია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით ფუნქციონირებს. მისი  მიზანია გაზარდოს ახალგაზრდების მონაწილეობა არჩევნებში, „ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისთვის” შეხვედრას მთელი საქართველოს მასშტაბით მართავს. შემდეგი შეხვედრა მარნეულსა და ზუგდიდში გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)