en
ge

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ საარჩევნო მედიაცენტრი გახსნა

თბილისი. 22 ოქტომბერს რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი საარჩევნო მედიაცენტრი გახსნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 27 ოქტომბერს, ჟურნალისტებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე იმუშავებს.
მედიაცენტრში, რომელიც თბილისში ქობულეთის ქუჩის 34–36 ნომერში მდებარეობს, პრესკონფერენციები 8:30–დან 22:30 საათამდე ნახევარ საათში ერთხელ გაიმართება და არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს დაკვირვებისა და მონიტორინგის შედეგებს გააცნობენ.
წყარო:media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023