en
ge

„გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“

კახეთი. 24 აგვისტოს, თელავის დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით  „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში".
შეხვედრის მიზანი იყო, რეგიონებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ხელისშემშლელი პრობლემების და სტერეოტიპების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების დასახვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ლიდერმა ქალებმა, გენდერულ თემატიკაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების (ჯანდაცვა, მასწავლებლები), რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, მასმედიის წარმომადგენლებმა.
პროექტის რეგიონალური წარმომადგენელი ჯილდა ხარიტონაშვილი–ნიბლაძე: ,,ვიმსჯელეთ  გენდერული თანასწორობის კუთხით რეგიონში არსებულ პრობლემებზე, სტერეოტიპებზე, გენდერული თანასწორობის საერთაშორისო და ადგილობრივი დოკუმენტებსა  და  ინსტიტუციონალურ მექანიზმებზე; დავსახეთ პრობლემების მოგვარების გზები".
პროექტი ხორციელდება საქართველოს „ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" მიერ, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი"-ს (IFES) და „ამერიკის შერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" (USAID) ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტის – „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" –ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)