en
ge

„ახალგაზრდები მომავლისათვის“ – პრეზენტაცია

აჭარა. 31 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალგაზრდები მომავლისათვის" – პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ის ძირითადი მიზნები და ამოცანები, რომლის ირგვლივაც აპირებენ მუშაობას. მათი ძირითადი მიზანია ახალგაზრდებში სოციალურ-პოლიტიკური კულტურის ამაღლება, რეგიონში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა და გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება სხვადასხვა პროექტებით თუ აქტივობებით. „ახალგაზრდები მომავლისათვის" აპირებენ თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებას რეგიონში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კოალიციური პროექტების განხორციელებას. 




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)