en
ge

იდენტობას განცხადება თავშესაფართან დაკავშირებით

თბილისი. ორგანიზაცია „იდენტობამ" თავშესაფართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „უსახლკარო ადამიანთა პრობლემა საქართველოში ჯერ-ჯერობით დაუძლეველი სირთულეა. ..სახელმწიფოს არ აქვს უსახკლარო ადამიანთათვის თავშესაფრები, კერძო სექტორი დახმარების ერთჯერად აქციებს კმაყოფილდება. პრობლემა კი კვლავ გადაუჭრელი რჩება. ...იდენტობა თავშესაფრის დაარსების ინიციატივით გამოდის ...სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთა რიგი უპასუხისმგებლო, ანტისახლმწიფოებრივი, მიზანმიმართულად მცდარი და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კვლავ ვერ აცნობიერებს პრობლემის სერიოზულობას ან მიზანმიმართულადაა შეცდომაში შეყვანილი.  შედეგად, სახეზეა მდგომარეობა, როდესაც დახმარების ნაცვლად,  ყველაზე მიუსაფარი ადამიანებისთვის კვლავ რეალურია   სიცივით თბილისის ქუჩებში გარდაცვალების საფრთხე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე. ორგანიზაცია მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ასევე მოქალაქეებს, თავად აიღონ ინიციატივა ხელში და დააარსონ თავშესაფარი უსახლკარო ოჯახებისათვის.
სრულად
წყარო: identoba.com



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)