en
ge

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

თბილისი. 15 ნოემბერს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის  - „მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელთა სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება" – ფარგლებში მოეწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის იურისტები, საგადასახადო სფეროში მოღვაწე ადვოკატები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სადაც განხილულ იქნა საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი. მათ ასევე იმსჯელეს პრობლემებზე და ჩამოაყალიბეს რიგი რეკომენდაციები, რომელსაც მიეცემა საბოლოო სახე და წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს.
რეკომენდაციების შესამუშავებლად და ხარვეზების დასადგენად აღნიშნული ჯგუფის ფორმატში მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023