en
ge

თანატოლთა განათლების ტრენინგი – „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“

იმერეთი. 18 ნოემბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ადამიანის უფლებათა დაცვის კლუბის ტყიბულის რაიონის სოფელი გელათის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგს – „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" – 21 მოსწავლე ესწრებოდა. 
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების შესახებ. სესიის მიმდინარეობისას განიხილეს საკითხები: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, განსხვავებულის პატივისცემა, ტოლერანტობა, როგორც მორალური ვალდებულება და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული რასობრივ, ეთნიკურ, კულტურულ და რელიგიურ განსხვავებებზე, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. ტრენინგ-სემინარის მსვლელობისას გამოყენებული იყო ჯგუფური და სიტუაციური სავარჯიშოები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023