en
ge

მცირე საგრანტო პროექტების გავლენა ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების გაზრდაზე

თბილისი. 18 ნოემბერს, სიქას ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე მცირე საგრანტო პროექტების გავლენა ახალგაზრდებში სამეწარმეო კომპეტენციების გაზრდაზე. ღონისძიებაზე ორგანიზაციამ წარადგინა კვლევა, რომელიც 2013 წლის მაის-ივნისში ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ როგორ იცვლება  საკვანძო  კომპეტენციები, კერძოდ ინიციატივისა და მეწარმეობის კომპეტენცია ახალგაზრდებში (18 წლის ზევით),  მცირე საგრანტო პროექტების მმართველ ჯგუფში მონაწილეობის შემდეგ.  მკვლევარებს ასევე სურდათ გაეგოთ, როგორ ვითარდება ახალგაზრდა მას შემდეგ, რაც ის იწყებს მცირე  საგრანტო პროექტებში მონაწილეობას და რამდენად გააზრებული აქვთ ახალგაზრდებს პროექტების არსი და გავლენა.
კონფერენციაზე განიხილეს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები, რომლებიც უახლოეს მომავალში რეკომენდაციის სახით გადაეცემა პარლამენტს. მონაწილეებს საშუალება ქონდათ  საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ ორგანიზატორებისა და დამსწრეებისთვის.
კვლევა

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023