en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობის ბლოგპოსტი თანაინვესტირების ფონდის შესახებ

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გამოაქვეყნა ბლოგპოსტი – „ახალი 6 მილიარდიანი თანაინვესტირების ფონდი: გამჭვირვალობა წარმატების საწინდარი იქნება". ორგანიზაციის ვებ–გვერდზე საუბარია ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ კერძო საინვესტივიო ფონდის ამოქმედებაზე.
„ბიძინა ივანიშვილი ახალ თანაინვესტირების ფონდში, სხვა ინვესტორების პარალელურად, საკუთარი ქონებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდებას აპირებს. ფონდში თავმოყრილი ქონების 80 პროცენტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციად ჩაიდება. მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტირების ფონდს კერძო ინვესტორები, და არა სახელმწიფო, აფინანსებენ, როგორც ჩანს, იგი შიდა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც კი კოალიცია „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის მანძილზე გამოცხადებულა", ნათვამია ბლოგპოსტში.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023