en
ge

CENN ყვარელში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

კახეთი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კახეთის რეგიონულმა წარმომადგენლებმა ყვარელში, გამგეობის თანამშრომლებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სტრუქტურული და მრავალმხრივი დიალოგის ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ეკომიგრაციის სფეროს სისტემური რეფორმის ხელშეწყობასა და შემდგომ საპილოტე პროექტების განხორციელებას, რომელიც ორიენტირებული იქნება, ეკომიგრაციასთან და ეკომიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ორგანიზაციის წარმომადგენელის, ანა ბენაშვილის თქმით, ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერება, შესაძლებლობებისა და ცოდნის ამაღლება, რათა მათ საშუალება ჰქონდეთ, ეფექტური მონაწილეობა მიიღონ ეკომიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების პრიორეტიზაციის, პოლოტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების განხორციელებაში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)