en
ge

შეხვედრა ოჯახურის ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებთან

კახეთი. 28 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანადგომის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მზრუნველობას მოკლებული ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლების აღმზრდელები და ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარება, მოზარდთა ჯანმრთელობა. პროექტი ერთი წელია მიმდინარეობს და თებერვალში დასრულდება. პროექტის მიზანია აღმზრდელების ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციფიკის ცოდნა და მისი პრაქტიკაში ეფექტიანი გამოყენების სწავლება.
არჩილ რეხვიაშვილი, ორგანიზაციის ,,თანადგომა" წარმომადგენელი:,,პროექტის მიზანია ბავშვებთან მიმართებაში ჯანმრთელობისა და ნარკომანიის საკითხებზე მუშაობის სპეციფიკის სწავლება და უნარების განვითარება, გამომუშავება იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ ამ  ბავშვებთნ მუშაობენ. პროექტით  გათვლილია საქართველოს ყველა საოჯახო ტიპის სახლის აღმზრდელებთან შეხვედრა, ასევე ლიდერებთან, ადმინისტრაციასთან და თავად აღსაზრდელებთან შეხვედრა".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023