en
ge

შიდსთან ბრძოლის დღე რუსთავში

ქვემო ქართლი. 1 დეკემბერს რუსთავში სიქას ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის დღეს მიეძღვნა.  აქცია დაიწყო მსვლელობით, რომელშიც მონაწილეობდნენ სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები და სამოქალაქო კლუბების წევრები. ღონისძიების მონაწილეები გზაში არიგებდნენ შიდსის სიმბოლოს წითელ ლენტებს, საინფორმაციო ბროშურებს და სტიკერებს. 
ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაციის ოფისში სისხლის ანალიზებიც გაკეთდა, ტესტირების ჩატარება 8 თვის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 
აქცია დასრულდა მერიის წინ მიმდებარე მოედანზე მანათობელი ფრანების გაშვებით. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)