აჭარა. 2 დეკემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო 2014 წლის მოწვევის კანდიდატების შერჩევის წესს, იმას თუ რა ეტაპების გავლა მოუწევს სტუდენტს, რომ გახდეს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის 2014 წლის მოწვევის დელეგატი.
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრები ახალგაზრდებთან 13 დეკემბრამდე მთელი ქვეყნის მაშტაბით გაიმართება.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში