en
ge

ქარტიის საბჭო არაწევრი ჟურნალისტების ეთიკური დარღვევების შესახებაც იმსჯელებს

თბილისი. 3 დეკემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ელექტრონული კენჭისყრის შედეგები გახდა ცნობილი. ქარტიის 197-მა წევრმა მხარი დაუჭირა ორგანიზაციის მანდატის გაფართოებას -  21 დეკემბრიდან ჟურნალისტური ეტიკის ქარტია არაწევრი ჟურნალისტების ეთიკური დარღვევების შესახებაც იმსჯელებს. ქარტიის საბჭო არაწევრი ჟურნალისტების მიმართ განცხადებებს საქმის წარმოების არსებული წესის მიხედვით განიხილავს. განხილვის წესში ერთი განსხვავება იქნება - არაწევრი ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადების შეტანა ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, წევრის მიმართ კი უცვლელად დარჩება - სამი თვე. ვადის გასვლის შემდეგ ქარტია აღარ მიიღებს სადავო განცხადებას.
წყარო:media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023