en
ge

სემინარი ლიტერატურასა და ისტორიაში

გურია. ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლს ფილოლოგი ზაალ ჩხეიძე ესტუმრა. სამუშაო შეხვედრა 23 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. მოზარდები სამი დღის განმავლობაში ლიტერატურასა და ისტორიაზე ისმენდნენ სემინარს. შეხვედრას სახლის ბინადარ ბავშვებთან ერთად ლიდერთა სკოლის ათამდე მოსწავლე ესწრებოდა. შეხვედრის განმავლობაში სემინარის წამყვანმა ისაუბრა ადამიანის თავისუფლების არსზე და მის მნიშვნელობაზე, მოზარდებს მოუთხრო იმ ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ, რომლებმაც ისტორია შექმნეს. ასევე, ისაუბრა მითოლოგიის მნიშვნელობაზე. სემინარის მეორე ნაწილი ლიტერატურას დაეთმო. განიხილეს „ვეფხისტყაოსანის" მთავარი იდეა, გაავლეს პარალელები ცნობილ ნაწარმოებებთან და დაახასიათეს პერსონაჟები; ისაუბრეს მხატვრულ ნაწარმოებში არსებული იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ტექსტში თვალნათლივ არ წერია და ადამიანმა უნდა ამოიკითხოს. სემინარის განმავლობაში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ ცნობილი მწერლებისა და პოეტების ცხოვრების უცნობი ფაქტების შესახებ. მესამე დღეს ტრენერმა ბავშვებთან ერთად განიხილა უილიამ ტერნერის ორი ნახატი. ისაუბრა მხატვრობაში განსხვავებული ხედვის შესახებ, რომელიც კავშირშია ლიტერატურასთან. სემინარის მონაწილეები აღნიშნავდნენ რომ სამი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია ძალიან საინტერესო იყო და ისურვებდნენ მსგავსი ღონისძიებების მომავალში გაგრძელებას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)