en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები გიგი უგულავას განცხადებაზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. „როგორც ცნობილია, 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ ხორციელდება ზეწოლა გარკვეული პირების, მათ შორის, შსს გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების მხრიდან. მან დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც მისივე განცხადებით, მონაწილეობენ მოსამართლის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება დროულ და ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს შესაბისი სუბიექტების მხრიდან. ...ვფიქრობთ, აუცილებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ მიმართოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და დაიწყოს მოსამართლესთან შესაძლო არასათანადო კომუნიკაციის ფაქტის შესწავლა", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)