en
ge

ერთად დავიცვათ გარემო

თბილისი. 19 დეკემბერს სასატუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი  რესურსების დაცვის მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძრვანელის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ მიულოცეს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამების გამარჯვებულებს.
მცირე გრანტების პროგრამის პირველ რაუნდში გაიმარჯვა 13-მა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციამ. მათი ინიციატივები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განხორციელდა და ისეთ საკითხებს შეეხო როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია, საერთაშორისო წყლები, მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები, კლიმატის ცვლილება, მიწის დეგრადირება, ნარჩენების მართვა.
მომდევნო საგრანტო რაუნდში გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2014 წელს . მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სულ გაიცემა 750 ათასი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება.
გარემოსდაცვით მნიშვნელობასთან ერთად, პროექტები წვლილს შეიტანენ სიღარიბის დაძლევაში, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
წყარო: ginsc.net



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023