en
ge

ტრენერების ტრენინგი პროექტის „ლიდერთა აკადემია“ ფარგლებში

თბილისი. მიმდინარე წლის 3-5 სექტემბერს პროექტის „ლიდერთა აკადემია" ფარგლებში, რომელსაც პოლონური ორგანიზაცია „ფონდი მდგრადი განვითარებისათვის" ახორციელებს ტყიბულის განვითარების ფონდთან, ასოციაცია CENN-თან, „ელკანასთან" და შავი ზღვის ეკო-აკადემიასთან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენერების ტრენინგი თბილისში. 
ტრენინგს ესწრებოდნენ  ზემოთ აღნიშნული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტრენინგის მიზანს  მონაწილეებისათვის ტრენერისათვის საჭირო უნარ-ჩვევების და ცოდნის  გადაცემა წარმოადგენდა. ტრენინგი  ორგანიზაცია "Green Action” და "Foundation for Sustainable Development (FER)”-დან მოწვეული ექსპერტების მიერ ჩატარდა. მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდეგ შესაბამისი  სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია შერჩეული ტრენერების მიერ ტრენინგის ჩატარება ლიდერობის უნარ-ჩვევებზე ბენეფიციარებისთვის საქართველოს შემდეგი 5 მუნიციპალიტეტიდან: ტყიბული, თერჯოლა, ჭიათურა, ამბროლაური და ქედა. 
პროექტი „ლიდერთა აკადემია" ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების 2012 პროგრამის დაფინანსებით, პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერა".
წყარო: cenn



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)