en
ge

ახალგაზრდული ბანაკი ბორჯომში

სამცხე–ჯავახეთი. 15-19 იანვარს ბორჯომმა ახალგაზრდულ ბანაკს უმასპინძლა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრის ორგანიზებით ინტეგრაციის ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო. პროექტში მონაწილეობა მიიღო სამცხე–ჯავახეთის 24–მა სკოლამ, აქედან 12 სომხურენოვანი იყო. ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა თემებზე: ინტეგრაცია; სასკოლო სამოქალაქო კლუბების არსი და მუშაობის პრინციპები; პროექტების წერის ტექნიკა და სხვ. ახალგაზრდები დაეუფლნენ დებატების ხელოვნებას.
როგორც ბანაკის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ეთნოსების დაახლოებას და ინტეგრაციას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)