იმერეთი. 23 იანვარს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია. იგი ითვალისწინებს შშმ პირთა პროფესიული გადამზადების და დასაქმების საპილოტე მოდლის შექმნას, შრომის კოდექსში შშმ პირთა დასაქმების უფლებების დაცვის ხელშემწყობი ცვლილებების ინიცირებას და რეკომენდაციების წარდგენას, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სტიგმის და შშმ პირთა დისკრიმინაციის შემცირების მიზნით.
პრეზენტაციას ეწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
პროგრამას ახორციელებს ქუთაისისგ ანათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ლატვია–საქართველოს თანამშრომლობის ფონდთან და პროფესიული გადამზადების ცენტრებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.