კახეთი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოებრივი დარბაზი" თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 2013 წლის საანგარიშო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ჯუმბერ სახეიშვილი, ,,საზოგადოებრივი დარბაზი": ,,არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თელავის გამგებელმა და კახეთის გუბერნატორმა მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ქალაქში მიმდინარე პროცესები და არსებული პრობლემები, ასევე, იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე. ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მსგავსი სახის შეხვედრები სისტემატურად გაიმართება".