კახეთი. საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის „რეგიონის განვითარების ცენტრის" ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა მუნიციპალიტეტში 2013 წელს განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობირივი თვითმმართველობის წევრები. საგარეჯოელებთა ერთად შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წლის გეგმებიც. წელს, საგარეჯოში, განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება 9 პროექტი.
ლიზი სოფრომაძე, „რეგიონის განვითარების ცენტრი”: ,,გამგეობისა და საკრებულოს უკეთ მუშაობის მიზნით იგეგმება რეგულარული შეხვედრები და ანგარიშის წარდგინება მოსახლეობასთან წლის მანძლზე. აგრეთვე, ჩვენი პროექტის ფარგლებში, რეგულარულად ჩატარდება გამგეობის სამსახურების ღია კარის დღე. მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და შესაბამისი სამსახურის უფროსები უპასუხებენ. შეხვდრებს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან".