en
ge

პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პროაქტიული გამოქვეყნების ახალი სტანდარტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და შესაბამისი ნუსხა. ,,მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულმა დაწესებულებებმა პროაქტიული გამოქვეყნების წესების დანერგვისას იხელმძღვანელეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტით და ამასთან დამატებით განსაზღვრეს, საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება. IDFI გამოთქვამს იმედს, რომ 2014 წლის 1 მარტამდე მათ მიერ ჯეროვნად იქნება შესრულებული აღნიშნული სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებები’’ – ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: opendatablog.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023