სამეგრელო. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივით, პროექტის –,,დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში" – ფარგლებში ფოთში, 12 სექტემბერს, პარლამენტის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დევნილებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა დევნილებს მიაწოდონ პარტიების პროგრამების შესახებ ინფორმაცია, თავის მხრივ, დევნილებმა თავად გაუზიარონ მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები და კანდიდატებისგან მოსმინონ პრობლემების მოგვარების მათეული ხედვა.
შეხვედრას უძღვებოდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელი ნინო კალანდარიშვილი.