en
ge

ახალგაზრდა ინიციატორები ხარაგაულის სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას იწყებენ

იმერეთი. „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირმა" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია „დაარსებიდან დღემდე ძირითადად ახორციელებდა ახალგაზრდობაზე ორიენტირებულ სპორტულ, კულტურულ, საქველმოქმედო და სხვა სახის პროექტებს. ორგანიზაცია გადადის ახალ ეტაპზე, რაც ითვალისწინებს ხარაგაულის სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებასა და განვითარებას, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა პროექტების განხორციელება.
მიგვაჩნია, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გარეშე შეუძლებელია ჩვენი რაიონის განვითარება. ამ პროცესებში კი, ახალგაზრდობის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაცია მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან.
ცვლილების მიუხედავად „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი" არ შეწყვეტს და კვლავ განაგრძობს ახალგაზრდობაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023