კახეთი. ახმეტის მე-3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ედელვაიზის" წევრებმა, მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
სამოქალაქო განთლების კლუბის წევრი, მარიამ ლეფსვერიძე: „ჩვენი კლუბის ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს ბავშვებმა მოვიფიქრეთ და გაგვიჩნდა იდეა, რომ რაიმე ფორმით დავმხმარებოდით ჩვენს თანატოლებს. დავსახეთ სამოქმედო გეგმა, შევაგროვეთ სხვადასხვა სახის ნივთები და დღეს გადავეცით ჩვენს თანატოლებს".
აღნიშნულ კლუბში გაწევრიანებულნი არიან ახმეტის N3 საჯარო სკოლის IX, X, XI, და XII კლასის მოსწავლეები.