en
ge

ახალი პროექტის პრეზენტაცია

აჭარა. 26 თებერვალს, ბათუმში ორგანიზაციამ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა: ტრენინგები შშმ პირებისთვის ლიდერობის საკითხებზე, კულტურული ღონისძიებები, დისკუსიები განათლების ხელმისაწვდომობის და ა.შ. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებაც შეეძლება ნებისმიერ მსურველს და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ყველა აქტივობაში.
აქტივობები განხორციელდება ახალი პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის ადვოკატირების" ფარგლებში, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ახორციელებს აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: კავშირი „მარდი", დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეი".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023