en
ge

სამოქალაქო კლუბების წევრებმა თებერვლის თვის აქტივობები შეაჯამეს

ქვემო ქართლი. 4 მარტს რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები სიქას ოფისში შეიკრიბნენ და ერთმანეთს თებერვლის თვეში განხორციელებული აქტივობები გაუზიარეს. კლუბები ჩაერთვნენ სიქას მიერ გამოცხადებულ აქტივობაში „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში", რომლის ფარგლებში კლუბებში მოიწვიეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებთანაც მოაწყვეს შეხვედრა და დისკუსია მათთვის საინტერესო თემებზე. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს ინიციატივებსა და შედეგებზე, რომლითაც სხვადასხვა დაწესებულებებს მიმართეს.
მოსწავლეებმა ერთობლივად დაგეგმეს სამომავლო აქტივობა, რომელიც საგზაო წესების დაცვის პროპაგანდას ემსახურება და მომდევნო სამუშაო შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)