en
ge

ახალციხეში ქალთა უფლებებზე იმსჯელეს

სამცხე–ჯავახეთი. 5 მარტს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა უფლებების შესახებ სემინარი გაიმართა. შეხვედრას რეგიონში მოქმედი ქალთა, უფლებადამცველი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიასა და არსზე. შემდეგ გაიმართა ფილმის ჩვენება და დისკუსია.
ამ ღონისძიებით ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილმა კვირეულმა ახალციხეში გადმოინაცვლა. კვირეული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ერთობლივი ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მისი მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)