en
ge

ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ სამცხე-ჯავახეთში

სამცხე–ჯავახეთი. 6 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლების" თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და სხვა წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს შეხვდნენ.
რა პრობლემებია სამცხე-ჯავახეთში და რა გეგმები არსებობს მათ მოსაგვარებლად, როგორია სოციალური ფონი, როგორ მიმდინარეობს ინტეგრაციის პროცესი, რა ეტაპზეა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რამდენად ინფორმირებული და ჩართულია საზოგადოება თვითმმართველოის საქმიანობაში - ეს ის საკითხები, რომლითაც ორგანიზაცია დაინტერესდა.
შეხვედრაზე განიხილეს იმ 12 მილიონი ლარის ხარჯვის საკითხი, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტრომ სამცხე–ჯავახეთისთვის გამოყო. გუბერნატორი და აღნიშნული ორგანიზაცია თანამშრომლობაზე და სამომავლო შეხვედრებზეც შეთანხმდნენ.
როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე განმარტავს, მათ შეხვედრები სხვა რეგიონებშიც ჰქონდათ და ყველგან თითქმის ერთი და იგივე პრობლემები გამოიკვეთა, საუბრის თემა ამ პრობლემების მოგვარების გზების დასახვაც იყო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)