კახეთი. პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ახალი პროექტი იწყება. პროექტის მიზანია არასამთავრობო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მყარი პარტნიორული ურთიერთობის შექმნა და მათ შორის სპეციალური მომსახურების სფეროში პარტნიორობის განმტკიცება. ასევე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საჭირო სოციალური სერვისების განვითარება, გაფართოება სოციალური საწარმოების შექმნით.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი" ახორციელებს, რომელმაც აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამი სოციალური საწარმო, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საჭირო სოციალურ სერვისებს შესთავზებს.