en
ge

,,მხიარული სტარტები“ დამეგობრების ხელშესაწყობად

სამცხე–ჯავახეთი. 12 მარტს, ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე ახალციხის მუნიციპალიტეტის პარტნიორი ქართული და არაქართული საჯარო სკოლების მონაწილეობით, პროექტის – „კულტურა და საზოგადოების" – ფარგლებში მხიარული სტარტები ჩატარდა. ღონისძიება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
პარტნიორმა საჯარო სკოლებმა მხიარული სტარტების ჩასატარებლად თამაშები ერთად მოიფიქრეს და შეირჩა შეჯიბრების სახეობები.
,,ღონისძიებაზე არ გამოვლენილა გამარჯვებული და დამარცხებული გუნდები, რაც უფრო სახალისო და საინტერესო აღმოჩდა. შეჯიბრებაში მონაწილე გუნდის წევრები ერთმანეთს არც იცნობდნენ და არც ერთმანეთის ენა არ ესმოდათ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რადგან ღონისძიება მიზნად ქართული და არაქართული საჯარო სკოლების დამეგობრებასა და ინტეგრირებას ისახავდა", - აღნიშნა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023