en
ge

IDFI - მ ფინანსთა სამინისტროში საჩივარი შეიტანა

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივარით მიმართა. საჩივრის წარდგენის საფუძველი გახდა სამინისტროდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის არასრული მიღება. „თხუთმეტი მოთხოვნიდან სამინისტრომ სრულყოფილად უპასუხა მხოლოდ ხუთ მოთხოვნას. დანარჩენ ორ საკითხზე სამინისტრომ ინფორმაცია არ გასცა. ფინანსთა სამინისტრომ არასრულყოფილი სახით მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო და „როუმინგულ", ასევე ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ. მოთხოვნებზე ღონისძიებების ხარჯებსა და შესყიდვებთან დაკავშირებით სამინისტროდან მხოლოდ ჯამური ღირებულებები მივიღეთ. უწყებამ არ მოგვაწოდა შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ წერილობითი შეთანხმებები. ფინანსთა სამინისტრომ უარი განაცხადა სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი წერილების ასლების გაცემაზე იმ მოტივით, რომ „აღნიშნული არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას", ნათქვამია ორგანიზაციისვებგვერდზე.
ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ურუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება არ იქნა შესრულებული" და ითხოვს სამინისტროსგან ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემას.
სრულად
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)