en
ge

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

აჭარა. 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჭოროხის დელტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა" და ბათუმის „სანდასუფთავების" სამსახურის წარმომადგენლებმა ჭოროხის დელტის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაასუფთავეს. აქცია პროექტის „დავასუფთავოთ საქართველოს" ფარგლებში მოეწყო. პროექტის მიზანი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023