აჭარა. 26 მარტს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა 2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ახალი წევრების დასაინტერესებლად ახალგაზრდული პარლამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. დეპუტატების შერჩევა 13 მარტიდან დაიწყო და 28 მარტს დასრულდება.
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გასაუბრებას საზოგადოებისთვის ნაცნობ, სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან გაივლიან. შერჩეული 100 ახალგაზრდიდან 40 რეგიონების წარმომადგნელი იქნება, 10 კომიტეტში გადანაწილდება. შეხვედრაზე როგორც ითქვა, ახალგაზრდული პარლამენტის პრიორიტეტი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან კონტაქტი, მათი პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაჭრის გზების ძიებაა.