en
ge

ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები საქართველოში

თბილისი. 22 აპრილს, საქართველოს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მკურნალობის დაფინანსების შესაძლებლობების, ნარკოკანონმდებლობისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხილვა და რეფორმების შემდგომი მხარდაჭერაა. 
შვეიცარიის ექსპრეზიდენტი რუთ დრეიფუსი, გლობალური ფონდის ყოფილი პრეზიდენტი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საგანგებო წარმომადგენელი მიშელ კაზაჩკინი, აშშ, სიეტლის პოლიციის ყოფილი დირექტორი ჯიმ კუგელი და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ერთ-ერთი დირექტორი დენიელ ვოლფი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
წყარო:osgf.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)