en
ge

სამოქალაქო კლუბები განახლებული ენერგიით შეუდგნენ საქმიანობას გურიაში

გურია. სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი აგრძელებს შეხვედრებს გურიის რეგიონში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს  PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრთან პარტნიორობით. 
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში ჩართული მოზარდები, არადადეგების შემდგომ, აქტიურად ჩაერთვნენ საკლუბო ცხოვრებაში. 20 სექტემბერს ჩატარდა შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან. კლუბს წელს რამდენიმე ახალი წევრი შემოუერთდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე სასწავლო წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. შემუშავდა ყოველკვირეული შეხვედრების გრაფიკი. კლუბი ამჟამად 20 წევრს აერთიანებს. 
ასევე აქტიურობით გამოირჩეოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ამავე დღეს, 20 სექტემბერს გამართულ შეხვედრას  18 წევრი ესწრებოდა. სამომავლო გეგმების შემუშავებისას გამოიკვეთა თემში არსებული რამდენიმე პრობლემა,  რომლის მოსაგვარებლად კლუბი უახლოეს მომავალში აპირებს სტრატეგიის შემუშავებას.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა 24 სექტემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბახვის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან. განახლდა სამოქალაქო კლუბის შემადგენლობა. აირჩიეს ახალი  ლიდერი.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ 25 სექტემბერს ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის დაარსებაა. კლუბი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ამავე სკოლაში მოქმედი საინიცატივო ჯგუფის ბაზაზე დაარსდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)