en
ge

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან

თბილისი. 24 აპრილს ცესკოს ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ახორციელებს. შეხვედრაზე სხვადასხვა აქტუალური წინასაარჩევნო საკითხებიც განიხილეს, რის შემდეგაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს.
სამუშაო შეხვედრები მედიასა და არასამთავრობო სექტორთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ორ კვირაში ერთხელ იმართება. ცესკო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზემოაღნიშნული შეხვედრების ორგანიზებით ქმნის ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023