en
ge

ანგარიში – „შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობის შეფასება“

თბილისი. 26 აპრილის არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ", „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ერთობლივი ანგარიში – „შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის მუშაობის შეფასება" წარადგინეს.
ანგარიში წარმოადგენს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს და მოიცავს 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდს. ანგარიშში შეფასებულია სამინისტროს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ქმედებები და დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები. ასევე, საუბარია შსს-ს თანამშრომელთა მიერ სავარაუდო უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტებზე. ანგარიშში შეფასებულია არჩევნების შემდეგ პერიოდში შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს მუშაობის შედეგები.
სრულად
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)