თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე პრემიერის განცხადებას ეხმაურება. როგორც media.ge იუწყება პრემიერმა „1 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე კამპანიას „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უწოდა და მისი საქმიანობა ქვეყნის იმიჯისთვის ძირგამომთხრელად შეაფასა".
media.ge–სთან საუბარი ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ „მთვარობის მეთაური ცდილობს, ჩვენი ინიციატივები დააკნინოს, როგორც სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა და ამით გარკვეული კითხვები გააჩინოს საზოგადოებრივი სექტორის მიმართ. ამდენად ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ინიციატივის ჩაგდებას ემსახურება, რაც კამპანია „ეს შენ გეხებამ" წამოიწყო".
წყარო: media.ge