en
ge

კონფერენცია შშმ პირთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხებზე

თბილისი. 24 აპრილს გაიმართა პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში" - შემაჯამებელი კონფერენცია. ღონისძიების მთავარი თემა იყო - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული განათლება და დასაქმება; საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს სამართლებრივი ბაზა". კონფერენციაზე განიხილეს შშმ პირთა დასაქმების კონცეფცია და საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა.პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: საქართველოს უსინათლოთა კავშირი, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რეგიონალური პრესის განვითარებისა და ურთიერთდახმარების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია და პოლონეთის უსინათლოთა ასოციაცი. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდებოდა.
წყარო:საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023