თბილისი. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (ჯიპა) და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ჯიპას ფრიდმანის პრიზი გამოცხადდება.
ჯიპასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ინსტიტუტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას გაიღრმავებენ.
მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
წყარო:media.ge