en
ge

საია საყდრისის შესახებ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარს გაასაჩივრებს

თბილისი. საყდრისი–ყაჩაღიანთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უარი ეთქვა, რომელსაც ორგანიზაცია სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, "რომ 2014 წლის 11 აპრილს საქართველოს მთავრობაში წარდგენილი იქნა მოქალაქეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ გადაწყვეტილების ბათილობა იქნა მოთხოვნილი, რის საფუძველზეც შპს „RMG Gold”-მა საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. 2014 წლის 7 მაისს საჩვირის ავტორებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან მიიღეს შეტყობინება, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, თითქოსდა საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ".
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023