en
ge

ევროპის დღე ოზურგეთში

გურია. ოზურგეთში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა უცხოელმა მოხალისეებმა ევროპის დღე აღნიშნეს. დღესვე კონოთეატრ „ოზურგეთში" უცხოელი მოხალისეების მიერ საკუთარი სახსრებით რეაბილიტირებული ახალგაზრდული ცენტრი „ფოკუსი" გაიხსნა.
მოხალისეების მიერ ოზურგეთში გახსნილია საფრანგეთის, გერმანიის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის კუთხეები. თითოეული მოხალისე ოზურგეთელებთან საკუთარ ქვეყანას წარადგენს. უცხოელების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ახალგაზრდებმა.
რაც შეეხება ახალგაზრდულ ცენტრს, როგორც მოხალისეები აღნიშნავენ, ოზურგეთელი ახალგაზრდებისთვის გართობისა და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების კარგი საშუალება იქნება: „ახალგაზრდებმა ყველაფერი გავაკეთეთ ახალგაზრდებისთვის, დღეიდან ნებისმიერი ოზურგეთელი მსურველისთვის ჩვენი ცენტრის კარი ღია იქნება. მათ შეეძლებათ მეგობრებთან ერთად გართობა, თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება და ჩვენი დახმარებით სხვადასხვა ქვეყნებზე საინტერესო ინფორმაციების მოძიება. ეს ყველაფერი იქნება მათთვის უფასო და ვფიქრობთ, ახალგაზრდებისთვის ჩვენთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იქნება", განაცხადა გერმანელმა მოხალისემ მარგარეტ ვიკემ.
უცხოელი მოხალისეები ოზურგეთში რამდენიმე თვეა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში 'ახალგაზრდობა მოძრაობაში" იმყოფებიან. მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო" უწევს მასპინძლობას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023