en
ge

ტრენინგი ახალგაზრდებისთვის თვითმმართველობის საკითხებზე

იმერეთი. 13 მაისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი: „თვითმმართველობის პროცესებში ჩართულობა და მონიტორინგი". ტრენინგს უძღვებოდნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის წარმომადგენლები, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება თვითმმართველობის საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის შესახებ. ტრენინგზე ასევე ყურადღება გამახვილდა არჩევნებზე: არჩევნების დღეზე და არჩევნების შემდგომ პერიოდზე. ღონისძიება გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორსიელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023