en
ge

მემორანდუმი მცირე საოჯახო ტიპის სახლების მხარდასაჭერად

თბილისი. ასოციაცია „ბავშვი და ოჯახი" მაისიდან ახორციელებს პროექტს – „პროფესიონალური დახმარება ბავშვებს და ოჯახებს საქართველოში". პროექტის ფარგლებში, 13 მაისს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასოციაცია „ჩვენი სახლი პოლონეთსა" და ასოციაცია „ბავშვი და ოჯახს" შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია სპეციალიზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების მხარდაჭერა.
პროექტის ფარგლებში სპეცილიზირებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს გაუწევენ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, კონსულტაციებს, ფსიქოლოგიურ მომსახურებას, ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგ–კურსი.
„ბავშვი და ოჯახი", რომლის მიზანია ბავშვზე და ოჯახზე ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა, აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ჩვენი სახლი პოლონეთის" მხარდაჭერით, პოლონეთის დახმარების პროგრამის ფარგლებში.
წყარო: ასოციაცია „ბავშვი და ოჯახი"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023