თბილისი. საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რეგიონული მაუწყებლების 20-მდე ჟურნალისტს შეხვდნენ, ევროინტეგრაციიაზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე სასაუბროდ. 13 მაისს, თბილისში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლატვიის, ესტონეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ელჩები.
რეგიონულ ჟურნალისტებს იმავე დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც შეხვდა. ჟურნალისტები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც სტუმრობდნენ. ერთდღიანი პრესტური, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან (GARB ) თანამშრომლობით ლატვიის საელჩომ მოამზადა.
წყარო:media.ge