en
ge

„მედიაში ბავშვთა უფლებების გაშუქების სტანდარტი დაცული უნდა იყოს“

გურია. 21 მაისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო ფორმატის დებატი –  „მედიაში ბავშვთა უფლებების გაშუქების სტანდარტი დაცული უნდა იყოს". დებატებში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს „გურიის მოამბისა” და „გურია ნიუსის” ჟურნალისტებმა. დებატის თემა, ახალგაზრდების მედიაზე დაკვირვებით შეირჩა: „ჩვენს დროში, როცა საქველმოქმედო მიზნით, მასმედიის მიერ ხშირად შუქდება არასრულწლოვანთა პრობლემები – რამდენადაა დაცული ბავშვების უფლებები? ილახება თუ არა მოზარდის ღირსება მისი რამე ფორმით იდენტიფიცირების შემთხვევაში? რამდენად გამართულია სტანდარტი?".
დებატის შემდეგ გამართულ დისკუსიაში საზოგადოება აქტიურად ჩაერთო. იყო განსხვავებული მოსაზრებები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023