en
ge

შეხვედრა არჩევნებში მონაწილეებთან

იმერეთი. 27 მაისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ქუთაისის მერობის კანდიდატ ქალებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ. შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, დევნილთა ადვოკატირების საბჭოს წევრები და დევნილები ესწრებოდნენ. დამსწრე საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღო კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც დევნილთა მთავარ პრობლემად წყალმომარაგება დასახელდა. 
შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ქალებმა წინასაარჩევნო პროგრამები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. თავისმხრივ, დევნილებმა კი სპეციფიკური პრობლემებისა და თავისი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს.
როგორც ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა, ლელა შენგელიამ განმარტა, შეხვედრის მიზანი მერობის კანდიდატებისთვის დევნილების პრობლემებისა და სხვადასხვა რეკომენდაციების გაცნობა იყო.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023