en
ge

თანატოლთა განათლების ტრენინგი - „კონფლიქტის მოგვარების გზები“

იმერეთი. 3 ივნისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში თანატოლთა განათლების ტრენინგი - „კონფლიქტის მოგვარების გზები" - ჩაატარეს. შეხვედრას 19 მოსწავლე ესწრებოდა.
ტრენინგის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება კონფლიქტების მოგვარების, მოლაპარაკებების ტექნიკების, ძალადობს ფორმების პრევენციის შესახებ, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები, გამოიმუშაონ მოლაპარაკების წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, გაანალიზონ კონფლიქტის შექმნისა და გადაჭრის სიტუაციები, განავითარონ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, საქმიან პარტნიორებთან უკონფლიქტო და ეფექტური ურთიერთობის დამყარების მექანიზმები, დაეუფლოს სიტუაციის კონტროლისა და მართვის გზებს. ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის სიტუაციური სავარჯიშოები. 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023